24 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
გამოთხრილი საძირკველი - სტუდენტური საცხოვრებელი შესაძლოა, ივანიშვილის ეზოში მაგნოლიის გადატანას შეეწიროს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ეზოდან ასწლოვანი მაგნოლია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ეზოში გადააქვთ. ხის გადატანას შესაძლოა, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი შეეწიროს.

შენობა, სადაც 60-მდე სტუდენტი და უნივერსიტეტის თანამშრომელი ცხოვრობს, ისედაც მძიმე მდგომარეობაში და ამიტომ არავინ იცის, რით შეიძლება, დასრულდეს შენობის საძირკვლის გამოთხრა.

საერთო საცხოვრებელის მობინადრეთა ნაწილი ამბობს, რომ მიმდინარე სამუშაოების რისკების შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ მათ შენობის გამაგრებას დაჰპირდნენ.

აგრარული და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლების ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს 4,5 მილიონად შეიძინა იმ პირობით, რომ სანამ სტუდენტებისთვის ახალი საერთო საცხოვრებელი აშენდება, ისინი მრავალსართულიან შენობაში დარჩებიან.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამუშაოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ხის გადამტანმა კომპანიამ აიღო და მათ განუმარტა, რომ საძირკვლის დაზიანება საშიში არ არის.

სტუდენტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია აჭარის მთავრობას აკისრებს.

 

დღის ამბები