25 ივნისი 2018,   21:43
ვრცლად
ის იყო საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსი წარსულში და ვერ გამოვიდა ამ როლიდან - დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძეზე

„ის იყო საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსი წარსულში, შესაბამისად, ვერ გამოვიდა ამ პოლიტიკოსის როლიდან და იგივე საქმიანობის ელემენტები შემოიტანა საბჭოშიც,“ - ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი, საბჭოში ანა დოლიძის საქმიანობას.

არჩევანის ეთერში დიმიტრი გვრიტიშვილი აღნიშნავს, რომ ანა დოლიძე სასამართლო კორპუსს სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას.

„მთელ სასამართლო კორპუსს აქვს პრეტენზია ორი მიმართულებით: პირველი, ვინაიდან ის სწორედაც აქცენტს სვამს მოსამართლეთა კეთილსინდისიერებაზე, ანუ მათ წარსულზე და მათ წარსულ საქმიანობაზე, ამიტომაც ჩვენ ამავე სტანდარტით მივუდექით მის პერსონას და გაგვიჩნდა შეკითხვები მის მიმართ,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილი განმარტავს, რომ მოსამართლეებმა ანა დოლიძის აცილება თავად დოლიძის მიერ მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვის შემდეგ მოითხოვეს.

გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ანა დოლიძის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებითაც აქვთ და ერთ-ერთ მაგალითად ორგანიზაცია რუსული მართლმსაჯულების ინიციატივასთან კავშირი მოაქვთ.

„აპლიკანტები ადანაშაულებენ საქართველოს და ქართველ მეომრებს, რომ დაარღვიეს სიცოცხლის უფლება, მკვლელობები, წამებები, ევროპული კონვენციის მესამე მუხლზეა საუბარი, არაადამიანურ მოპყრობაზე. არის საქმეები, სადაც დაობენ, რომ საკუთრების უფლება დაირღვა,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა.

დღის ამბები