20 მაისი 2019,   21:53
ვრცლად
თქვენ სად იყავით და რას აკეთებდით აგვისტოს ომის დროს - ანა დოლიძის პასუხი დიმიტრი გვრიტიშვილს

ანა დოლიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს, პასუხობს, რომელმაც არჩევანში ანა დოლიძის წარსულ საქმიანობაზე ისაუბრა და ერთ-ერთ მაგალითად მისი ორგანიზაცია რუსული მართლმსაჯულების ინიციატივასთან კავშირი დაასახელა.

ანა დოლიძემ დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას "ჭორაობა" უწოდა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დამცველ ამ ორგანიზაციას რუსეთის წინააღმდეგ 150 საქმე აქვს მოგებული.

მისივე თქმით, ის ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში და მაშინ, როდესაც მოსამართლე წევრი აიგივებს ამას 2015 წელთან, ეს ნიშნავს, რომ მან ინგლისურად კითხვა არ იცის. 

„ეს არის ჭორაობა ან არაკომპეტენტურობა. ამ თემას, რომელიც არის ჭორაობა და არის ერთი შავი პიარის კარტა ჩემს წინააღმდეგ, გაეცემა პასუხი სასამართლოზე,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.  

ანა დოლიძემ მას მოსთხოვა, ეთქვა, როდესაც მას ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ადანაშაულებს, აგვისტოს ომის დროს თავად სად იყო და აქვს თუ არა ვეტერანის ბილეთი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები