20 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
დაინტერესებული პირები ავრცელებენ ჭორებს სასამართლოს წინააღმდეგ - გიორგი მიქაუტაძე

„არც კლანური მმართველობის და არც შიდა და გარე გავლენების არცერთი მტკიცებულება არ არსებობს დღეს სასამართლოს წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი მიქაუტაძემ, საბჭოს წევრების ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

არჩევანის ეთერში მიქაუტაძე განმარტავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა მხოლოდ მოსამართლე წევრების ხმებით არ წყდება. მიქუტაძე აღნიშნავს, რომ შიდა გავლენებზე საუბარი აბსურდია.

„ეს არის მორიგი ტყუილი და აბსურდი... არც კლანური მმართველობის და არც შიდა და გარე გავლენების არცერთი მტკიცებულება დღეს სასამართლოს წინააღმდეგ არ არსებობს და ეს არის ასე ვთქვათ, ჭორები, რომელსაც აგორებენ ესა თუ ის დაინტერესებული პირები,“ - განაცხადა მიქაუტაძემ. 

თუმცა, გიორგი მიქაუტაძე თავს იკავებს იმ პირების დასახელებისგან, რომლებიც მისივე თქმით, დაინტერესებულები არიან და ცდილობებ საბჭოს წინააღმდეგ პოლიტიკის გატარებას.

„ჯგუფი არის კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, რომელთა მოსაზრებებსაც ქალბატონი ანა ახმოვანებს,“ - განაცხადა მიქაუტაძემ. 

დღის ამბები