22 ივნისი 2018,   01:30
ვრცლად
გასაუბრების დროს გამოვლენილ ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე ნაზი ჯანეზაშვილი კოლეგას განმარტებებს სთხოვს

იუსტიციის საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, კოლეგას - გიორგი მიქაუტაძეს, განმარტებებს სთხოვს, თუ რატომ არ მოითხოვა აცილება გასაუბრების დროს მაშინ, როდესაც კანდიდატი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს საქმეს, სადაც ის არის დაზარალებული.

ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ  მაშინ, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, კანდიდატი ან საბჭოს წევრი ვალდებულია, მოითხოვოს აცილება, რაც გიორგი მიქაუტაძე ხვიჩა კიკილაშვილთან მიმართებაში არ მოუთხოვია.

„ბუნებრივია, მიჩნდება კითხვა, გასაუბრების დროს, როდესაც არის ინტერესთა კონფლიქტი, რატომ არ გააკეთა ბატონმა გიორგიმ აცილების შესახებ განცხადება,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით კი, ხვიჩა კიკილაშვილის შეფასებისას მას მონაწილეობა არ მიუღია, რაც გამორიცხავს მის მონაწილეობას ჩატარებულ კენჭისყრაში.

შეგახსნებთ, რომ იუსტიციის საბჭოში მოსამართლედ უვადოდ გამწესების თაობაზე გასაუბრება გაიარა ხვიჩა კიკილაშვილმა. 

დღის ამბები