20 აპრილი 2024,   10:12
ვრცლად
თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ჩამოვიდა

რამდნეიმე საათის წინ თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ჩამოფრინდა. ვიზიტის დროს დაგეგმილია ჯეიმი შის შეხვედრები საქართველოს საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში.

"კურიერთან" ინტერვიუს დროს განხილვების მთავარ თემებად ნატო-ს მაღალჩინოსანმა ივლისში ბრიუსელში დაგეგმილი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტი, ნატო-სთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივები და ქართულ ჯარში ქალების როლის ზრდა დაასახელა. თბილისში ყოფნის დროს ჯეიმი ში საჯარო ლექციის გამართვასაც აპირებს.

"თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ნატო-საქართელოს პარტნიორობის კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ორმხრივ კონსულტაციები გაიმართება. განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. საუბარი ასევე ბრიუსელში დაგეგმილ სამიტსაც შეეხება, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საქართველოსთან ნატო-ს ურთიერთობა იქნება. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ალიანსის პარტნიორებთან თანამშრომლობითი ერთ-ერთი მთავარი პროგრამის, "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებვითვის" შესახებ გვექნება საუბარი. ვიმსჯელებთ ასევე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალების როლის საკითხზე და ქართულ მხარეს ამ მხრივ ნატო-ს გამოცდილებას გავუზიარებთ,"-განაცხადა ჯეიმი შიმ.

დღის ამბები