20 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს. ოპოზიციური პარტია უწყებისგან გიორგი ტყემალაძის მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიაში ვარაუდობენ, რომ გიორგი ტყემალაძემ კანონი დაარღვია, როცა ყველანაირი არგუმენტის გარეშე თებერვლის დასაწყისში რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე, სადაც მეტრო ვარკეთილში მომხდარ შემთხვევაზე უნდა ესაუბრათ, უარი განაცხადა. ”ნაციონალური მოძრაობის” აპროტესტებს იმასაც, რომ ხშირ შემთხვევაში, ოპოზიცია რიგგარეშე სხდომების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე საათით ადრე იღებს.

დღის ამბები