25 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
საკრებულოს ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება - სხდომაზე სამის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატს მოუსმენენ

საკრებულოს ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება - დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა სამი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატს უნდა მოუსმინონ. საუბარია გარემოს დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე ურბანული სამსახურების სავარაუდო მომავალ უფროსებზე. ამ პოსტებზე წარმოდგენილი არიან გიგა გიგაშვილი, ირაკლი გვილავა და რუსუდან მირკიზაშვილი

განსაკუთრებულ ყურადღებას ოპოზიცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილებს. კონკრეტულად კი ”ნაციონალური მოძრაობას” აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ იმ ანგარიშის თაობაზე ექნება კითხვები, რომლის მიხედვითაც 2015-16 წლებში თბილისის მერიამ გამწვანების მიმართულებით გამოყოფილი თანხები არაეფექტურად დახარჯა.

დღის ამბები