25 ივნისი 2018,   10:15
ვრცლად
ზეწოლა "იბერიაზე“ - უმრავლესობა შანტაჟზე საუბრობს, ოპოზიცია კი პასუხებს ითხოვს

ტელეკომპანია "იბერიაზე" ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველ გუნდში და
არხის ხელმძღვანელობას შანტაჟში ადანაშაულებენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ
მსგავსი მედიაპლურალიზმი, რომელიც მათი ხელისუფლების დროს არის - ქვეყანაში არასდროს ყოფილა. განსხვავებულად ფიქრობენ ოპოზიციაში. 

"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კრიტიკული აზრი ქვეყანაში აღარ იყოს, რომ ადამიანებმა რეალური პრობლემები ვერ დაინახონ, სიღარიბე, სიდუხჭირე, კრიმინალი და ა.შ. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ როდესაც ჩართავს ტელევიზორს ივანიშვილი ის არ გავიდეს კომფორტის ზონიდან“- აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ყველა კითხვას გასცეს  პასუხი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კი არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ,,იბერიასთან“ მიმართებაში ხელისუფლებას რაიმე ინტერესი გააჩნია.

"განცდა დამრჩა, რომ ამ კომპანიას კონკურენტ კომპანისთან პრობლემები აქვს და  ამას აბრალებს სახელმწიფოს. ცოტა შანტაჟის სუნი ასდის და ამ ქვეყანაში შანტაჟი ისჯება“- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

თავად ტელეკომპანია "იბერიაში" კი აცხადებენ, რომ "ომეგა“ ჯგუფს, რომელიც ტელეკომპანია "იბერიის" ფინანსური სტაბილურობის გარანტია, პრობლემები ხელოვნურად აქვს შექმნილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები