19 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
"უკრაინას შეუწყვიტეს ფინანსური დახმარებები საერთაშორიო ორგანიზაციებმა, ევროპა ხურავს პროექტებს" - სააკაშვილი  

უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვარზე საკონტროლო გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის პროგრამის შეჩერებას მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას უკავშირებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია "news one""-ის ეთერში განაცხადა. ინფორმაცია პროექტის შეჩერების შესახებ სააგენტო "როიტერმა“ გუშინ, მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

"დღეს, ხელისუფლებაში არსებულმა კორუფციამ მორიგი შედეგი გამოიღო. ევროკავშირმა შეაჩერა პროექტი უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სასაზღვრო პუნქტის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით. პროექტი, რომელსაც უნდა გაემარტივებინა უკრაინის ევროპასთან ურთიერთობა. უკრაინას შეუწყვიტეს ფინანსური დახმარებები საერთაშორიო ორგანიზაციებმა, ევროპა ხურავს პროექტებს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას რომ დაისაჯოს არა უკრაინელი ხალხი, რადგან ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება ემუქრება, არამედ დაისაჯონ პოროშენკო და ის ადამიანები რომლებიც ქვეყანას ძარცვავენ,“-განაცხადა სააკაშვილმა.

დღის ამბები