23 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
"ბახალას" საქმე - ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს დღეს მიმართავენ

გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.
ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიერ 23 იანვარს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ითხოვენ.

"ბახალა“ სასამართლომ დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ცნო და მას 8 წლით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები დეტალურად არ განიხილა. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გიორგანაშვილის ბრალეულობა არ დასტურდებოდა.

"თბილისის საქალაქო სასამრთლოს განაჩენში ცალმხრივად არის მტკიცებულებები განხილული. ჩვენს არცერთ არგუმენტზე მოსამართლეს ჯეროვნად და სრულყოფილად არ უმსჯელია“- აცხადებს გიორგანაშვილის ადვოკატი, გიორგი მახარაძე.

დღის ამბები