23 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევს

საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

დაცვის მხარის განცხადებით, პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, თუმცა მათი ვინაობა უცნობია. ადვოკატები ბრალდების მხარის მიერ მოწმეებზე ზემოქმედებაზე საუბრობენ.

"ფაქტების დამახინჯებაა სწორედ მოწმეებზე ზემოქმედება, რომ მათ არ თქვან სიმართლე. ისევე, როგორც ბრალდებულის ოჯახის ინტერესებში, ასევე ჩვენს ინტერესებში შედის მომხდარზე დადგინდეს ჭეშმარიტება“- აცხადებს ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი.

დღის ამბები