26 აპრილი 2024,   01:00
ვრცლად
თავდასხმა როსტომაშვილზე - ბრალდებულმა უვადო, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა

დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბექა კირვალიძემ უვადო, მშრალი შიმშილობა დაიწყო.

დაკავებულის ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მომხდარი ყაჩაღობა არ იყო. მათი თქმით, კირვალიძე როსტომაშვილს პირადი შურისძიების მოტივით გაუსწორდა, რაც ვიდეო კადრებმაც დაადასტურა. რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ 2 პირს - ისინი ცემის ფაქტს საერთოდ არ აღიარებენ.

"დაიწყო შიმშილობა იმის გამო, რომ დამტკიცდეს მისი სიმართლე, მივმართავ სახალხო დამცველს, რომ დაეხმარონ კირვალიძეს სიმართლის დამტკიცებაში, იქ არ მომხდარა ყაჩაღობა“-ამბობს ბექა კირვალიძის დედა.

ამავე თემაზე
დღის ამბები