25 აპრილი 2024,   21:21
ვრცლად
"ხელისუფლების შანტაჟი არის აბსოლუტურად მიუღებელი"-განათლების მინისტრი "იბერიაზე" საუბრობს

ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია "იბერიაზე“ და ზოგადად, მედიაზე ზეწოლის ბრალდებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც პასუხობს.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სახელმწიფო არც ერთი მედიასაშუალების საქმიანობაში არ ერევა და ქვეყანაში ყველა მედიასაშუალება თავისუფალია. ჩხენკელი პრემიერის განცხადებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შანტაჟი დაუშვებელია.

"აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები პრემიერის განცხადებას, რომ ზოგადად, ხელისუფლების შანტაჟი არის აბსოლუტურად მიუღებელი. მით უმეტეს იმ ორგანიზაციიდან, რომელიც პრემიერმა დაასახელა. არანაირი შანტაჟი არასოდეს არ უნდა არსებობდეს ეს არის ცალსახა“-განაცხადა ჩხენკელმა.

ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გუშინ გააკეთეს და ხელისუფლება დამოუკიდებელი ტელეარხისთვის ფინანსური წყაროების გადაკეტვის გზით, სარედაქციო პოლიტიკის ხელყოფის მცდელობაში დაადანაშაულეს.

"იბერიას“ ჟურნალისტების ბრალდებებზე პასუხით გახსნა დღეს  პრემიერმა მთავრობის სხდომა. მედიაზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმაც უპასუხა.

პრემიერიც და "ქართული ოცნების“ დეპუტატიც არხის ხელმძღვანელობის განცხადებაში შანტაჟის მცდელობას ხედავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები