საპარლამენტო სხდომაზე დასასწრებად, სადაც უმრავლესობა მაუწყებლის შესახებ კანონზე გიორგი მარგველაშვილის ვეტოს დასაძლევად ემზადება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საგანგებოდ ჩავიდნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობისთვის გიორგი მარგველაშვილის ნებისმიერი პოზიცია მიუღებელია და მაუწყებლის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევის სურვილიც აქედან გამომდინარეობს.
„განსხვავებით სპორტსმენებივით ტრანსფერზე დამდგარი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური გუნდისგან მაღალი თანხის შემოთავაზებას ელიან, რომ უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ, შეგიძლიათ იხილოთ სია და სია გრძელია, ამ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი ყოველთვის იყო ღირებულებების ერთგული, მათ შორის, როცა საკითხები შეეხებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.