19 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
"ეს სქემა შეგვიძლია ჩავთვალოთ სეთურიძის ფულის კეთების ნოუ ჰაუდ,“-ოპოზიცია გზების დეპარტამენტში შესაძლო კორუფციაზე საუბრობს

გზების დეპარტამენტში შესაძლო კორუფციაზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობა. "ევროპული საქართველოს“ დეპუტატის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დეპარტამენტის მაღალჩინოსნები იმ კერძო კომპანიებში საქმდებიან, რომლებიც ამ დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ.

"დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მასიურად გადადიან სამუშაოდ იმ კერძო კომპანიებში, რომელთაც ამავე დეპარტამენტის ტენდერები აქვს მოგებული. საგანგაშო ფაქტი გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ სატენდერო კომისიის წევრები და უშუალოდ მიიღეს გადაწყვეტილება ტენდერში გაემარჯვა იმ კომპანიებს, სადაც შემდგომში სამუშაოდ გადავიდნენ ეს სქემა თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ დეპარტამენტის ხელმძღვანელი სეთურიძის ფულის კეთების ნოუ ჰაუდ,“- განაცხადა ნადირაშვილმა.

დღის ამბები