25 აპრილი 2024,   04:14
ვრცლად
მაუწყებლობის შესახებ კანონი - საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია

83 მომხრე და 13 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კენჭისყრა სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. კანონში შეტანილი ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე კერძო რეკლამის განთავსება იქნება შესაძლებელი. 

მართველ გუნდში მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, საპარალამენტო უმრავლესობის ნაწილი აცხადებდა, რომ ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა მმართველმა გუნდმა ვეტო მაინც დაძლია.

ოპოზიცია კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეკლამის განთავსება კერძო მაუწყებლებს დააზარალებს. 

დღის ამბები