23 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
"სამარცხვინო ფაქტი" - ოპოზიცია მაუწყებლობის შესახებ კანონზე მმართველი გუნდის მიერ ვეტოს დაძლევას აფასებს 

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ოპოზიცია სამარცხვინოს უწოდებს. მათი შეფასებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება წინასწარ მოსალოდნელი იყო. ახალი ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კერძო რეკლამის განთავსება იქნება შესაძლებელი. 

„ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა, მთელი მედიასაშუალების თხოვნა თუ მოთხოვნა იქნა იგნორირებული, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელი იყო. უმრავლესობიდან ორმა დეპუტატმა არ მისცა ხმა. ეს იყო მოჩვენებითი ილუზიის შექმნა, თითქოს, უმრავლესობაში არიან განსხვავებული აზრის მქონე გმირები,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის შეფასებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით კერძო მაუწყებლები ზიანდება და თავისუფალ სიტყვას საფრთხე ემუქრება.

„ამ კანონით „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ფუნქცია მიანიჭა და ეს არის თავისუფალი მედიაბაზრის შევიწროება. ასევე ის იქნება უფრო მეტად თავისუფალი კორუფციის კეთებაში, ეს აზიანებს თავისუფალ სიტყვას და თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

 საპარლამენტო უმრავლესობამ მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კენჭისყრა სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ გაიმართა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები