25 აპრილი 2024,   21:13
ვრცლად
„მთავარი არგუმენტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდეს"- ლევან გოგიჩაიშვილი ვეტოს დაძლევაზე

„მთავარი არგუმენტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდეს,“- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კენჭისყრა სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ გაიმართა.

კანონში შეტანილი ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კერძო რეკლამის განთავსება იქნება შესაძლებელი.  

"ის პროცესები, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიდის, დადებითი კუთხით შეუქცევადი გახდეს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ძლიერი პროგრამებით, ეროვნული თემატიკით,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ მმართველი გუნდის უმრავლესობა წავიდა, თუმცა ორივე პაკეტს ოპოზიციასთან ერთად, მხარი საპარლამენტო უმრავლესობის სამმა დეპუტატმა დაუჭირა - პაატა მხეიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და თემურ ჭკუასელი.  

ცვლილებების პირვანდელ ვერსიას კი, რომელსაც 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ რომან კაკულია წავიდა, ხოლო მმართველი გუნდის ის დანარჩენი წევრები, რომლებიც მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმებოდნენ, კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები