19 აპრილი 2024,   16:22
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე - ზვიად კუპრავას გამოკითხვა დასრულდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ პოლიციის სამმართველო დატოვა.

კუპრავა უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ქალაქის ცენტრში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ, სკანდალური ჩანაწერები „შაბათის კურიერში“ გავიდა.

საუბარია ჩანაწერებზე, რომელიც ”შაბათის კურიერმა” გაავრცელა და სადაც საქმის მონაწილე არასრულწლოვანები, საქმის ერთ-ერთი უშუალო მონაწილის ინტერესებზე მიუთითებდნენ.

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სამართალდამცველთა კითხვებს სამი საათის განმავლობაში, სწორედ აღნიშნულ სიუჟეტში გაკეთებული კომენტარების გამო პასუხობდა. 

„ჩემდა გასაკვირად, პროკურატურა უფრო დაინტერესებული იყო, თუ ვინ მიაწოდა „რუსთავი 2“-ს ჩანაწერი, ვიდრე იმის გარკვევით, თუ ვინ არის ის ბაბუა, რომელიც ცდილობს მოწმეებზე გავლენის მოხდენას და მათ მოსყიდვას. მე მივაწოდე პროკურატურას ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ვფლობდი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ დეტალებში და დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, იმიტომ რომ ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები