25 აპრილი 2024,   15:53
ვრცლად
დონალდ ტრამპი სკოლის მასწავლებლების შეიარაღების იდეას მხარს უჭერს

დონლად ტრამპმა მასწავლებლების შეიარაღების იდეას მხარი დაუჭირა,- ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფლორიდის სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ გადარჩენილ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეიარაღებული მასწავლებელი თავდასხმას დროულად აღკვეთდა. მან შეკრებილებს იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების პირობა მისცა.

პარალელურად სკოლის მოსწავლეების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები გაიმართა შეერთებული შტატების ქალაქებში. იარაღის თავისუფალ გაყიდვას აპროტესტებდნენ მომიტინგეები თეთრ სახლთან და კაპიტოლიუმთან.

დღის ამბები