მონტენეგროში შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმა მოხდა. უცნობმა მამაკაცმა დიპლომატიური უწყების შენობას ჯერ ხელყუმბარა ესროლა, შემდეგ კი თავი აიფეთქა.
საელჩოში არავინ დაშავებულა. თავდასხმის მოტივი უცნობია. მომხდარის გამო საელჩომ დროებით ვიზების გაცემა შეაჩერა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ იმ რაიონს, სადაც დიპლომატიური უწყება მდებარეობს.