25 აპრილი 2024,   06:01
ვრცლად
საქართველოს პროკურატურაში 17 შიდა საკადრო ცვლილება განხორციელდა

საქართველოს პროკურატურაში 17 შიდა საკადრო ცვლილება განხორციელდა - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, თანამდებობა დატოვა თბილისის პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა და მისმა მოადგილემ, გიორგი გაბოძემ. თბილისის პროკურორად ახალციხის უკვე ყოფილი საოლქო პროკურორი, მალხაზ კაპანაძე დაინიშნა.

ახალი პროკურორები დაინიშნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დასავლეთ საქართველოში, ასევე სამცხეში, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში და ასევე კახეთში.

პროკურატურაში ცვლილებებს საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებას უკავშირებენ. „კურიერს“ კი ინფორმირებული წყარო პროკურატურიდან უყვება, რომ საკადრო ცვლილებები გახმაურებულ და გაუხსნელ საქმეებს უკავშირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები