24 აპრილი 2024,   09:09
ვრცლად
მკვლელობა თემქაზე - სამართალდამცველებმა მოკლული 20 წლის გოგონას მეგობარი და მშობლები დაკითხეს 

თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი და დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება.

სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს მოკლულის მეგობარი ბიჭი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე გოგონა სწორედ ამ მეგობარ ბიჭს ესაუბრა. ნაცვლიშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ნაცვლიშვილს მხოლოდ ამ ერთ ბიჭთან ერთად ხედავდნენ.

არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დაკითხვაზე იმყოფებოდა კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაცი. 

,,ანას გვერდით სხვა ბიჭი არ მინახავს, 21 წლის ხდებოდა საწყალი. ვერ დავუშვებ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო“-აცხადებს ნაცვლიშვილის ახლობელი.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა მოკლულის მშობლებიც გამოკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იციან იმ ავტომობილის მონაცემები, რომლითაც სავარაუდო მკვლელი ნაცვლიშვილის სახლთან მივიდა. 

დღის ამბები