20 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს როგორც ერთ ქვეყანას თავის საზღვრებში - ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ექსკლუზიური ინტერვიუ

„ერთი რამ, რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ აღიარებული იქნება საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ნატოში, ასევე აღნიშნული იქნება საქართველოს განსაკუთრებული სტატუსი, როგორც ნატოს პარტნიორის. დადასტურებული იქნება საქართველოს წევრობის მისწრაფებაც. არ ვიხევთ უკან 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილებისგან,“- ეს განცხადება, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმი შეამკურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ნატოს 2018 წლის სამიტის ფორმატი დგინდება, თუმცა ცნობილია, რომ სამიტის საბოლოო დოკუმენტში საქართველოს პროგრესი აისახება.

ჯეიმი შეა „ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევრის, ლუკ კოფის იდეას გამოეხმაურა, რომელიც ნატოში სწრაფად გაწევრიანების სანაცვლოდ, საქართველოსა და ალიანს სთავაზობს, რომ ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა აღდგება ნატომ აღიაროს საქართველო საერთაშორისო ფარგლებში, თუმცა ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ეხება, ამოქმედდეს ტერიტორიული აღდგენის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ.

„არ მიმაჩნია, რომ ეს სწორი მიდგომაა, რადგან ეს ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს და არავის სხვას. ნატო არ აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს როგორც ერთ ქვეყანას თავის საზღვრებში. ეს არის ერთი ქვეყანა, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის, თუმცა ერთ რამეს მაინც ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ლუკის ყველა იდეას არ ვეთანხმები, რაც მან გააკეთა არის საჭირო დებატების დასაწყისი, რადგან აქ ძალიან ბევრი ადამიანი ასახელებს მიზეზებს თუ რატომ ვერ იქნება საქართველო ნატოს წევრი, მაგრამ არასაკმარისია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც იტყვიან თუ რატომ უნდა იყოს საქართველო ნატოს წევრი, არ მოუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ვერ გაკეთდება, ისინი ყოველთვის ისტორიის არასწორ მხარეს არიან,“- განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმი შეამ

დღის ამბები