25 აპრილი 2024,   04:50
ვრცლად
"მე ვარ დარწმუნებული ჩვენ სიმართლეში"- ლიზა ბაგრატიონის დაკითხვა დასრულდა

ლიზა ბაგრატიონის დაკითხვა დასრულებულია. კომპანია „ბადაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გამომძიებლების კითხვებს სამ საათზე მეტ ხანს პასუხობდა. დაკითხვიდან გამოსულმა ლიზა ბაგრატიონმა განაცხადა, რომ მასთან ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურს ჰქონდა ისეთი კითხვებიც, რომელზეც ის ინფორმაციას კომპეტენციიდან გამომდინარე არ ფლობდა.

ლიზა ბაგრატიონი მოწმის სტატუსით დაიკითხა.

„ჩემი მოვალეობებიდან და პროფესიიდან გამომდინარე არ შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, რომელიც ეხება უშუალოდ იმ საქმეზე, რაზეც მიდის გამოძიება. საერთოდ, რომ მიდის გამოძიება აქ, ეს ჩემთვის გაუგებარია. კიდევ ერთხელ დავძენ, რომ ჩემი დარწმუნებით, ეს უნდა ხდებოდეს სამოქალაქო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, მე ყველა კითხვას გავეცი პასუხი იმის ფარგლებში, რაც მე ვიცოდი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვაზე იყო პასუხი- მე არ ვიცი, მე ეს არ მეხება. მე ვარ დარწმუნებული ჩვენ სიმართლეში. ეს სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს,“-განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.

ლიზა ბაგრატიონის უფლებადამცველის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას კითხვები ჰქონდა კომპანია "ბადაგონში" ლიზა ბაგრატიონის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც მან ამომწურავი პასუხები გასცა. ადვოკატი პავლე აბაიაძე ამბობს იმასაც, რომ ლიზა ბაგრატიონს დაუსვეს კითხვები, რომელზეც ის ინფორმაციას არ ფლობდა.

„ასევე დაისვა კითხვები კომპანიის პარტნიორებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მისთვის ცნობილი ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის გამომძიებელს,“-განაცხადა პავლე აბაიაძემ.

ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახური ღვინის მწარმოებელი კომპანიის სავარაუდო მითვისების ფაქტს იძიებს, გამოძიების მოთხოვნით კი უწყებას კომპანიის ყოფილმა მფლობელებმა მიმართეს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები