23 სექტემბერი 2018,   13:33
ვრცლად
პროკურატურის შუამდგომლობით რამდენიმე საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

კერძოდ, საქართველოს პროკურატურამ ხელახალი გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დადასტურდა ბახვა სტურუას უდანაშაულობა და მისი პოლიტიკური დევნის ფაქტი, რაც 2011 წელს ოპოზიციის მხარდამჭერის უკანონო დაკავებასა და ნარკოტიკის ჩადებაში გამოიხატა.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტიც. 2010 წლის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ლევან ჯამაგიძის ოჯახს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, სამართალდამცველებმა უკანონოდ მოსთხოვეს და აყიდინეს  ორი ავტომანქანა. რომლებიც ჩუქების გზით სახელმწიფოს გადაეცა. საპროცესო შეთანხმება კი მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა.

პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები და მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ 

დღის ამბები