23 სექტემბერი 2018,   23:09
ვრცლად
ანტიოკუპაციური ტაქსი - მგზავრობა რუსული ოკუპაციის ისტორიის დოკუმენტურ ფილებთან ერთად

ანტიოკუპაციური ტაქსის პირველი სამუშაო დღე. ტაქსი, რომელიც მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წევრების მხარდასაჭერად შეიქმნა, მგზავრებს თბილისიდან სოფელ ყარაფილასთანაც მიიყვანს და გზად საბჭოთა და რუსული ოკუპაციის ისტორიას დოკუმენტური ფილმებით მოუყვება.

ერთ-ერთი პირველი მგზავრი, 21-ე საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი იყო. დირექტორმა თანხის გადახადა გადაწყვიტა, რათა ერთის მხრივ მოძრაობას დახმარებოდა, ხოლო მეორეს მხრივ საოკუპაციო ზოლთან რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გაეპროტესტებინა. ის ამბობს, რომ როგორც პედაგოგი ვალდებულია, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაფერი გააკეთოს განსაკუთრებით კი ისტორიული რეალობის შესახებ ინფორმაცია მომავალ თაობას მიაწოდოს.

ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნაურად გაფორმებულ მანქანას, მუშაობის პირველივე დღეს დედაქალაქში მგზავრები არ აკლდა. მათი ნაწილი სიამოვნებით თანხმდებოდა რუსული ოკუპაციის შესახებ რამდენიმე წუთიანი დოკუმენტური ფილმი ნახვას.

მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს ერთ-ერთი ლიდერი და ანტიოკუპაციური ტაქსის დღევანდელი მძღოლი დათო ქაცარავა ამბობს, რომ ამ გზით მოძრაობა თანხას აგროვებს, რათა საოკუპაციო საზღვართან პატრულირებისთვის საჭირო თანხა შეაგროვოს. 

დღის ამბები