24 ივნისი 2018,   13:14
ვრცლად
"ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც რეადმისიის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება," -  ჯანელიძე ქართველების დეპორტაციაზე საუბრობს 

„არანაირი საგანგაშო მონაცემები არ გვაქვს," - ეს განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მოქალაქეების ქვეყნიდან გამოძევება, გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე ხდება. ხოლო იმ მოქალაქეებზე, რომელთა უფლებებიც შესაძლოა რეადმისიის დროს დაირღვეს, საქართველოს საკონსულო იზრუნებს.

„არანაირი საგანგაშო მონაცემები არ გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც რეადმისიის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და ჩვენ აუცილებლად, ჩვენი საკონსულოების მეშვეობით პროცესს აქტიურად გავაკონტროლებთ, რათა არ იყოს გადაცდომები და ჩვენი მოქალაქეების კანონიერი უფლებები იქნას დაცული. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ისინი ლეგალური ყოფნის რეჟიმს არღვევენ ამა თუ იმ ქვეყანაში, ისინი რა თქმა უნდა, სამწუხაროდ დაექვემდებარებიან იმ წესებს, რომელიც იმ ქვეყანას გააჩნია,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები