24 ივნისი 2018,   13:15
ვრცლად
ქართულ მართლმსაჯულებას კიდევ 45 უვადო მოსამართლე ჰყავს 

ქართულ მართლმსაჯულებას კიდევ 45 უვადო მოსამართლე ჰყავს. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელი კენჭისყრისას მიიღო.

აღსანიშნავია რომ 6 მოსამართლესთან დაკავშირებით 15-ვე წევრი ერთსულოვანი იყო. უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს შორის სხვადასხვა გახმაურებული საქმეების განმხილველებიც არიან. მათ შორის, „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში, ნათია გუჯაბიძე.

ასევე, გიორგი გოგინაშვილი, მანუჩარ კაპანაძე, რევაზ ნადარაია, შორენა გუნცაძე, ილონა თოდუა ირაკლი ბონდარენკო და სხვები.

50 კანდიდატიდან საბჭოს წევრებმა უვადოდ გამწესებაზე უარი მხოლოდ 5-ს უთხრეს. კენჭისყრის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მათ პრეტენზია პროცესის გაუმჭვირვალობასთან და პროცედურებთან აქვთ. შენიშვნებზე საბჭოს არამოსამართლე წევრებმაც ისაუბრეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები