25 აპრილი 2024,   17:09
ვრცლად
აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ პოლიტიკა უფრო მეტად უნდა გაამკაცროს - მიხეილ სააკაშვილი 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ  აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ პოლიტიკა უფრო მეტად უნდა გაამკაცროს.

სააკაშვილმა ეს განცხადება, ,,CNN”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში  გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის დადებითად აფასებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის გადაწყვეტილებას. ასევე სირიაში, რუსი მებრძოლების წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ქმედებებს.

თუმცა სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის შესაჩერებლად, მეტის გაკეთებაა საჭირო. მათ შორის პუტინთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება.

,,დონალდ ტრამპი სწორ გზაზე დგას, ის აძლიერებს შეიარაღებულ ძალებს, რადგან პუტინს მხოლოდ ძალადობის ენა ესმის,"" -ამბობს მიხეილ სააკაშვილი CNN -თან საუბრისას.

დღის ამბები