19 აპრილი 2024,   17:47
ვრცლად
საქართველო მსოფლიოს მასშტაბით იმ 10 ქვეყანას შორის არის, სადაც ბიზნესის კეთება გამარტივებულია

საქართველო მსოფლიოს მასშტაბით იმ 10  ქვეყანას შორის არის, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე გამარტივებულია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს მეცხრე ადგილი უკავია.

2018 წლის კვლევის შესახებ მონაცემების განხილვა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთშორისო კვლევით ცენტრში გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს გამოცდილებაზე სასაუბროდ მიწვეული იყო  ამერიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

გიორგი ციკოლიამ  ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რამაც საბოლოო ჯამში ამ კუთხით საქართველოს წარმატებას ხელი შეუწყო.

,,ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა წინ მიდის რეიტინგების თვალსაზრისით და

საერთო მონაცემი რომ ავიღოთ , საქართველო არის ლიდერი რაც შეეხება დუინგ ინდექსის ბიზნესს. 47 რეფორმა აქვს საქართველოს ჩატარებული და ყველა ადამიანი ვინც დღეს ესწრებოდა ღონისძიებას აღიარებდა თუ რამდენად წინ წაიწია საქართველომ ამ ინდექსში.“-განაცხადა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლიამ.

დღის ამბები