25 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
"უფრო მაღალი სტანდარტი არსებობს"-პრემიერის შემდეგ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას მმართველ გუნდშიც აკრიტიკებენ

უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით, პრემიერის კრიტიკას პარლამენტში ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე კითხვები გუნდის შიგნითაც არსებობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სასამართლო სისტემაში უფრო მაღალი სტანდარტების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ეს კითხვები გაჩნდა განსაკუთრებით ისეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეებს, რომელზედაც მათ შორს პარლამენტმაც თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საქმეები იყო პოლიტიკური ნიშნით გამოტანილი გადაწყვეტილებები. ასეთ დროს უფრო მაღალი სტანდარტი არსებობს და უფრო მაღალი ინტერესი არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებებში, რა თქმა უნდა ის დამოუკიდებელი უნდა იყოს და ამაში არავინ და ვერავინ ვერ ჩაერევა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად საბჭოს არ ჰქონდეს მაღალი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება პრემიერმა გააკრიტიკა. გიორგი კვირიკაშვილს კითხვები უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით აქვს.
მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველ მოსამართლე - მანუჩარ კაპანაძეზე.

პრემიერის განმარტებით, აუცილებელია ყველა კითხვას საჯარო პასუხი გაეცეს, თუმცა განცხადებაში არ აკონკრეტებს, ვინ უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვებს.

დღის ამბები