გაეროს უშიშროების საბჭოში დღეს უყრიან კენჭს რეზოლუციას, რომელიც სირიაში 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ამ პერიოდს მედიკამენტების შესატანად და დაჭრილების ევაკუაციისთვის გამოიყენებენ.
დოკუმენტი შვედეთმა და ქუვეითმა მოამზადეს, თუმცა რუსეთმა ტრადიცია არ დაარღვია და ცვლილებების შეტანა მოითხოვა.
რუსეთის ელჩის განცხადებით, დოკუმენტს მხოლოდ იმ პირობით დაუჭერენ მხარს, თუ ის ისლამისტ მებრძოლებზე არ გავრცელდება.
პარალელურად, ვითარება კვლავ კატასტროფულია გუთას რაიონში, რომელიც ერთი კვირაა იბომბება. მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლის რაოდენობამ 400 გადააჭარბა, დაჭრილთა რიცხვი კი 2200-მდე გაიზარდა.