24 აპრილი 2024,   02:57
ვრცლად
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს 30 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ახალი ბრალდებები წაუყენეს. სპეცპროკურორმა რობერტ მალერმა, რომელიც ეგრეთ წოდებულ რუსულ საქმეს იძიებს, პოლ მანაფორტი და მისი ბიზნეს პარტნიორი 30 მილიონი დოლარის გათეთრებაში დაადანაშაულა.

გამოძიების მასალების მიხედვით, მანაფორტმა დიდი რაოდენობით თანხა 2006 წელს მიიღო, როდესაც ვიქტორ იანუკოვიჩთან ლობისტად მუშაობდა. მაგრამ საგადასახადო სამსახურისთვის რომ შემოსავლები დაემალა სპეციალური სქემით მოქმედებდა.

გარდა ამისა დეკლარაციების შევსებისას მანაფორტიც და მისი ბიზნესპარტნიორი რიკ გეითსიც მოგების შესახებ მონაცემებსაც აყალბებდა. 

დღის ამბები