25 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
ნიდერლანდების პარლამენტმა ეთნიკური სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა

ნიდერლანდების პარლამენტმა ეთნიკური სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა. გადაწყვეტილებას პარლამენტართა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ სამმა დეპუტატმა მისცა.

კენჭისყრა უკვე დაგმო თურქეთის ხელისუფლებამ და განცხადა, რომ მას არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით 1915 წლის მოვლენების ისტორიული კონტექსტიდან ამოღება ანკარისთვის მიუღებელია. ახსნა განმარტებისთვის უწყებაში ნიდერლანდების ელჩი დაიბარეს.

სომხეთი ირწმუნება, რომ ოსმანთა იმპერიის მიერ მოწყობილ რეპრესიებსა და სისხლისღვრას მილიონ ნახევარი ეთნიკური სომეხი შეეწირა 

დღის ამბები