20 აპრილი 2024,   09:09
ვრცლად
„ჩვენი ძმა, რომელიც გლობალურ მშვიდობას იცავდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს" - გიორგი მარგველაშვილი არჩილ ტატუნაშვილზე საუბრობს

„ჩვენი ძმა, რომელიც გლობალურ მშვიდობას იცავდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს,“- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი ქართველი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვალების ფაქტს. გიორგი მარგველაშვილმა განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე გააკეთა.

„მინდა სამწუხარო ცნობით დავიწყო ჩვენი შეხვედრა. ჩვენი ძმა, რომელიც იარაღით ხელში წლების განმავლობაში იცავდა გლობალურ მშვიდობას, რამდენიმე საათის წინ მოკლეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მინდოდა ეს სამწუხარო ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის. ის იყო ქართველი ჯარისკაცი, მსახურობდა საერთაშორისო მისიებში, სამწუხაროდ გაიტაცეს და მოკლეს,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ სოფელ წილკანში გაემგზავრა. გიორგი მარგველაშვილი აპირებს, რომ გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმროს. 

ავღანეთისა და ერაყის მისიების მონაწილე ოკუპანტებმა გუშინ გაიტაცეს. ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გაავრცელეს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორის კიბიდან დაგორდა და მიყენებული ტრამვებით გარდაიცვალა. 

 

 

დღის ამბები