19 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
"საზღვარზე რომ არის გადაყვანილი ეს ადამიანი გვეშლება და საქართველოშია?" - საპარლამენტო უმცირესობა მუხთარლის საქმეზე საუბრობს

პარლამენტში აფაგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მწვავე დებატები გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობა კომისიის შექმნის წინააღმდეგია.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ კომისიის შექმნის აუცილებლობა დგას, რადგან მუხთარლის საქმეზე ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. გამოძიება კი ამ კითხვებს პასუხს არ სცემს.

"საზღვარზე რომ არის გადაყვანილი ეს ადამიანი გვეშლება და საქართველოშია? - ეს ხომ ფაქტის კონსტანტაციაა. ნუ გავცდებით საღი აზრის ფარგლებს. ამ საკითხში ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესი კი არ არის, ჩვენი ყველას პოლიტიკური ინტერესია, რომ საქართველოს ერთად ჩამოვრეცხოთ ეს ლაქა,“-მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას უმცირესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა დავით ბაქრაძემ.

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით კი გაუგებარია, რატომ არის უმრავლესობა კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როცა ამ კომისიაში სწორედ "ქართული ოცნების“ წევრები იქნებიან უმრავლესობაში. ხოშტარიას განცხადებით, ფრაქცია მზად არის მხარი დაუჭიროს უმრავლესობის ინიციატივას თუკი ისინი დააყენებენ მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

"მთავარია რომ არ დავუტოვოთ ეს ლაფი და ლაქა ასე ჩვენ ქვეყანას“ -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს 22 ნოემბრის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის საქმეზე "ნაციონალური მოძრაობაც" ითხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა საკითხის განხილვა ვერ მოესწრო და დეპუტატებმა სხდომა დატოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები