24 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
"საქართველოში მედია არის შემდგარი მეოთხე ხელისუფლება..."-პრეზიდენტი მედიასაშუალებებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია საშუალებების ირგვლივ და მათშორის „იბერიის“ საქმეს გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით მედია არის მეოთხე ხელისუფლება და ის როგორც კონსტიტუციის გარანტი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მედია ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი.

„ნებისმიერი მაუწყებლობისთვის ჩემი კარი ღია იყო ყოველთვის და ასე გაგრძელდება მომავალშიც. საქართველოში მედია არის შემდგარი მეოთხე ხელისუფლება. ნებისმიერი შეტევა მეოთხე ხელისუფლებაზე გულისხმობს რეალურად საქართველოში პოლიტიკური კონსტიტუციური სტაბილურობის დემოკრატიული საფუძვლების შერყევას. აქედან გამომდინარე, როგორც სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში, ასევე „იბერიასთან“ მიმართებაში ყოველთვის ვიქნები განსაკუთრებით ყურადღებით,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები