28 იანვარი 2020,   13:46
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო ცხინვალში ქართველი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცხინვალში ქართველი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. უწყება დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და განმარტავს, რომ ტატუნაშვილის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.
 
"აუცილებელია საერთაშორისო თანამეგოვრობის აქტიური ჩართულობით დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, ასევე დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლება,"-აღნიშნულია განცხადებაში.
დღის ამბები