27 იანვარი 2020,   15:37
ვრცლად
"ყელი გამოჭრა, ცხედარს 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული" - 21 წლის გოგონას მკვლელობაში ბარლდებულს პატიმრობა მიესაჯა

საქალაქო სასამართლომ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლადო გრიგალაშვილის  აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.  ბრალდების მხარემ პროცესზე საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა. პროკურორის ინფორმაციით დაკავებულმა 21 წლის ანა ნაცვლიშვილს ყელის არეში მიაყენა ჭრილობები. გარდაცვლილს შვიდი ჭრილობა აქვს მიყენებული. ბრალდების მტკიცებით, ლადო გრიგალაშვილი მკვლელობის კვალის დაფარვის მიზნით, სახლში ავიდა , ტანსაცმელი გამოიცვალა, თავად მივიდა მოკლული გოგოს მამასთან და მისი გაუჩინარების შესახებ აცნობა. ის გარდაცვლილის მშობლებთან ერთად ჩაერთო გოგონას ძებნაში.

პროკურორის ინფორმაციით ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია ნივთმტკიცებად მკვლელობის იარაღი-დანა. ასევე, საქმეში დევს მობილური ტელეფონიდან გამავალი ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი პროკურორის შუამდგომლობას აღკვეთის სახით პატიმორბის შეფარდებასთან დაკავშირებით დაეთანხმა და  ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოებით განმარტა. მისივე თქმით საქმეში არსებული დანა, რომელიც ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული ეკუთვნის ბრალდებულის მამას და ამ დანით ვერ იქნებოდა ჩადენილი დანაშაული. 

„ეს დანა არ არის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული. ეს დანა არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მამის საკუთრება. მის ავტომანქანაში  იყო ყოველთვის. და მისივე ავტომანქანიდან იქნა ამოღებული. შესაბამისად დანაზე აპელირება, რომ აი ეს ის დანაა, რომლითაც ჩადენილია დანაშაული აბსოლუტურად აბსურდია. ფიგურირებს საქმეში უცხო BMW დაუდგენელი მძღოლით, რომელიც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში,“-განაცხადა ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა. 

დღის ამბები