20 აპრილი 2024,   07:38
ვრცლად
ლოტკინის დასახლებაში სასტიკი წამების შედეგად მოკლული და დანაწევრებული ლეკვი იპოვეს 

ლოტკინის დასახლებაში სასტიკი წამების შედეგად მოკლული ლეკვი იპოვეს. დანაწევრებულ ცხოველს, ერთი თათი საერთოდ არ აქვს. ქუჩის ძაღლების მომვლელი ვარაუდობს, რომ ლეკვი ჯერ გაგუდეს, შემდეგ კი შუაზე გაჭრეს. 

სასტიკად მოკლულ ლეკვთან ერთად, ქუჩის ძაღლების მომვლელებმა კიდევ ერთ ძაღლს შენიშნეს დაზიანებები. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს.

ნაძალადევის რაიონში მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.  დამნაშავის დადგენის შემთხვევაში სასჯელის ზომად ჯარიმა ან გამასწორებელ სამუშაოს ვადაა გათვალისწინებული. 

დღის ამბები