24 აპრილი 2024,   07:01
ვრცლად
თითიდან გამოწოვილი სიცრუეა, რომ იძახიან, რომ გულით დაიღუპაო, გული საით ჰქონდა, არ იცოდა - ცხინვალის ციხეში გარდაცვლილის მამა

ცხინვალის ციხეში გარდაცვლილის, არჩილ ტატუნაშვილის მამა ოკუპირებული რეგიონიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. გიორგი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შვილის გადმოსვენების მიზნით იმყოფებოდა.

დაღუპულის მამას არ სჯერა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ვერსიის, რომ მისი შვილი კიბიდან დაგროების დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.

გიორგი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოკლეს.

„თითიდან გამოწოვილი სიცრუეა, რომ იძახიან, რომ გულით დაიღუპაო, გული საით ჰქონდა, არ იცოდა,“- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა. 

დღის ამბები