16 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
ცხინვალში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

ცხინვალში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი, ავრცელებს.

იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. 

ახალგორის რაიონიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი, ორ მეგობართან ერთად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ გაიტაცეს.

საქართველოს მოქალაქეები - იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი, ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. პავლიაშვილის ახლობლებს ამ დრომდე არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა გახდა დაკავების მიზეზი.

ხოლო რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილს, ის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გაუკრვევლ ვითარებაში გარდაიცვალა. 

 

 

 

დღის ამბები