20 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
ბრძოლა გადარჩენისთვის - ოჯახები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებიდან

კაპანაძეების 7-სულიანი ოჯახი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ კარბში  მიწურში ცხოვრობს. შენობა ნახევრად დანგრეულია. კედლები ჯერ მიწისძვრამ დაბზარა, შემდეგ კი აგვისტოს ომის დროს ჭურვებმა დააზიანა.

ოჯახის უფროსი სამი წლის წინ ავტოავარიაში მოყვა და ხერხემალი დაუზიანდა. იმის გამო, რომ ვეღარ დადის, სამსახურიც დაკარგა და 4 მცირეწლოვანი შვილის, დედის და მეუღლის რჩენაც გაუჭირდა. პენსია და სოციალური დახმარება წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნის.

გიორგი კაპანაძის მეუღლე ყვება, რომ გამგეობაში წლების წინ სახლის აშენებას დაჰპირდნენ, თუმცა, პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებიათ.

კარბის მეზობელ სოფელ ფხვენისში უკიდურესად გაჭირვებული კიდევ ერთი ოჯახი ცხოვრობს. მათ ოჯახშიც 4 შვილი იზრდება. დედა მეხუთეს ელოდება. მხოლოდ სოციალური დახმარება აქვთ და თვიდან თვემდე მის იმედზე არიან. ოჯახში არავინ მუშაობს.

ის, რომ ამ ადამიანებს ბრძოლა გადარჩენისთვის უწევთ, კარგად იციან ადგილობრივ თვითმმართველობაში. მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახებს, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, ისე ეხმარებიან, როგორც შეუძლიათ.

 

 

დღის ამბები