19 აპრილი 2024,   21:57
ვრცლად
იან კელიმ დღეს თქვა ის, თუ რა განწყობაა ვაშინგტონში ჩვენთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით - გია ხუხაშვილი

„იან კელიმ ახლა თქვა საჯაროდ ის, რასაც სავარაუდოდ, თავის ანგარიშებში მუდმივად წერდა,“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით იან კელის მწვავე განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამერიკის ელჩმა საქართველოში თავისი სამწლიანი საქმიანობის შეჯამებისას გააკეთა.

„სანამ ის მოქმედი ელჩი იყო, მას გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა, ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია სჭირდებოდა. ფინალურ განცხადებაში, როდესაც ის ნაკლებად არის შეზღუდული დიპლომატიური ეტიკეტით, მან თქვა საჯაროდ ის, რასაც, სავარაუდოდ, თავის ანგარიშებში მუდმივად წერდა. მან დღეს თქვა ის, თუ რა განწყობაა ვაშინგტონში ჩვენთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. განწყობა სასიამოვნო მაინცდამიანც არ არის,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი თქმით, როდესაც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვებია, ეს პრობლემაა.

 

 

 

დღის ამბები