24 აპრილი 2024,   11:51
ვრცლად
მე ძალიან ბანძ ადამიანად მიმაჩნია ყველა მოძალადე და ეს დამოკიდებულება მაქვს - მიშა მშვილდაძე

„დასაცინი საქციელია ეს აგრესიის გამოვლინება და ძალადობა. დასაცინი კი არა, დასასჯელი საქციელია,“ - ეს განცხადება პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლინებაზე საუბრისას  გააკეთა.

„მე ძალიან ბანძ ადამიანად მიმაჩნია ყველა მოძალადე და ეს დამოკიდებულება მაქვს მე,“ - აღნიშნავს მშვილდაძე.

მშვილდაძის მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით მეტი აქტივობაა საჭირო.

„ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მიხვდეს ყველა, ან მივახვედროთ, რომ ძალადობა ეს არის საშინელება,“ - აღნიშნავს მშვილდაძე.

მისი თქმით, სამართალდამცველებს, ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლისთვის შეურაცხმყოფელი და არა ადეკვატური დამოკიდებულება აქვთ იმ დროს, როდესაც მათი ადგილზე გამოძახება ხდება.

„ძალიან მარტივად, პოლიციამ უნდა გააკეთოს თავის საქმე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან კონკრეტული დავალება უნდა მისცეს თავის ხელქვეითებს, რომ ასეთ სიტუაციებში მოიქცნენ მაქსიმალურად მკაცრად,“ - ამბობს მიშა მშვილდაძე.

დღის ამბები