19 აპრილი 2024,   01:40
ვრცლად
სოფელ კურდღელაურის მოსახლეობამ გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტა

სოფელ კურდღელაურის მოსახლეობამ გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტა. გურამ ბახურაულის მხარდასაჭერად სოფლის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ადგილობრივებმა თელავის მერს ადგილზე ჩასვლა და მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა მოსთხოვეს. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ თელავის მერიასთან საპროტესტო აქციები დაიწყოს.

სოფლის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მან არ იცის მისი გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი, თუმცა მისი თქმით, პირად საუბრებში მას კვალიფიკაცია დაუწუნეს. ბახურაული გამგებლის წარმომადგენლად სოფელ კურდღელაურში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნა.

დღის ამბები