19 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
30-დღიანი ზავი სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის-გაერომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. საბჭოს წევრმა 15-ვე ქვეყანამ სირიის მთელს ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტას ერთხმად დაუჭირა მხარი. 30 დღიანი ზავის პერიოდში რეგიონებიდან სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების შეტანა უნდა განხორციელდეს, თუმცა შეთანხმება არ გავრცელდება "ისლამურ სახელმწიფოსა" და სხვა რადიკალურ დაჯგუფებებზე. დამკვირვებლების ცნობით, სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ გუთაში ავიაიერიშები უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგაც მიიტანეს. ერთკვირიან დაბომბვებს ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონში, ბოლო მონაცემებით, 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები