16 აპრილი 2024,   20:58
ვრცლად
"საქმე, რომელსაც ამ ხალხმა შესწირა თავი, არის ბოლომდე მისაყვანი" - ოპოზიციის წევრებმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა იუნკერების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მემორიალი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა. მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე ქვეყნის ისტორიისთვის უმძიმესი თარიღია, ამავდროულად ის სიმბოლოა სამშობლოსთვის თავგანწირვის.

„25 თებერვალი უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. მას უკავშირდება ამ ქვეყნის  70 წლიანი ოკუპაციის დაწყება, თუმცა ამავდროულად ამ ვაჟკაცობის გმირობაზე აღიზარდნენ საქართველოში თაობები და სწორედ მათი თავგანწირვა არის იმის მაგალითი თუ როგორ უნდა იცხოვრო და როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს “ევროპული საქართველოს“ წევრებმაც. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ქვეყნის პასუხისმგებლობაა, რომ იუნკერების მსხვერპლი წყალში არ იყოს გადაყრილი.

„საქმე რომელსაც ამ ხალხმა შესწირა თავის არის ბოლომდე მისაყვანი. ის გამოწვევა და ის მტერი, რომელსაც ეს ხალხი ებრძოდა ჯერ კიდევ ებრძვის ჩვენს თავისუფლებას. ამიტომ ჩვენი თაობის და მომავალი თაობის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ არასოდეს არ დათმონ ჩვენი მონაპოვარი რასაც თავისუფლება ჰქვია,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები